უკან

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა

News inner image

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. ამჟამად „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ (GCC) სვანეთში 5 ივლისის  წყალდიდობის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენის  სამუშაოებს ახორციელებს. ნენსკრა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ასევე დაგეგმილია  ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა/მოწყობა.