უკან

სარეაბილიტაციო სამუშაოებში „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ჩაერთო

News inner image

სვანეთში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული სოფლების ინფრასტრუქტურის აღდგენის პროცესში „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ (GCC)  სამშენებლო მძიმე ტექნიკა ჩაერთო. მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს  მესტიის რაიონის ტერიტორიული ერთეულის ჭუბერის სოფლების ლარილარი – ტიტა დამაკავშირებელი გზების აღდგენითი სამუშაოები. ჭუბერში დაწყებულია  ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები  საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე,  რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. მდინარე ნენსკრას ერთ-ერთი შენაკადის ხოკრილზე  განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო ჭუბერში,  დაზიანდა სოფლის ცენტრალური ნაწილი,  გზები და ხიდები.