ნენსკრა ჰესის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
სვანეთში, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საფუძველის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. იტალიური კომპანია Salini Impregilo ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმ „ჯისისისთან“ ერთად წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს.
წინამოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს სამშენებლო მოედანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას და სამშენებლო ტექნიკის მობილიზაციას. რაც შეეხება ძირითადი სამუშაოების დაწყებას, იგი დაგეგმილია 2016 წლიდან.
მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებმა, კორეის რესპუბლიკის და იტალიის ელჩებმა და K Water-ისა და Salini Impregilo-ს ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე K Water-ის საკონსულტაციო კომპანიის HEC-ის წარმომადგენლებმა.