უკან

ნენსკრას მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები

News inner image

შპს “ქართულ სამშენებლო კონსორციუმი“ (GCC) ნენსკრა ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე საწყის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, რაც ითვალისწინებს მისასვლელი გზების და კემპების მშენებლობას, ასევე დამატებით გეოლოგიურ სამუშაოებს. ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 120 ადამიანი, მათ შორის 80% ადგილობრივი. ზაფხულიდან დაიწყება ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, სადაც ეტაპობრივად უკვე 400-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

GCC არის კონტრაქტორი საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია – Salini Impregilo-ს, რომელიც ნენსკრა ჰესის მშენებლობაზეა პასუხისმგებელი.

მშენებლობის უსაფრთხოების ექსპერტიზას ახორციელებენ წამყვანი ევროპული და ბრიტანული საინჟინრო კომპანიები. მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხრიდან მოწვეული Mott Macdonald, შვეიცარული და იტალიური საინჟინრო კომპანიები Stuky და Lombardi.