უკან

GCC ნენსკრა ჰესის ინვესტორებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა

News inner image

შპს “ქართულ სამშენებლო კონსორციუმ”-ს (GCC) წარმომადგენლები ნენსკრა ჰესის მშენებელ იტალიური კომპანია Salini Impregilo-სა და ინვესტორ კორეულ კომპანია K Water-ის წარმომადგენლებთან ერთად ჭუბერის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ წარუდგინეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ჭუბერისა და ნაკრის თემის სოციალური პროექტების დაფინანსებას და განვითარებას შეეხება. შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, პროექტის თანმხლებ რისკებზე განმარტებები გააკეთეს ინვესტორის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა. ადგილობრივების გარკვეული ნაწილი „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა და პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. ჭუბერის მოსახლეობამ „ნენსკრა ჰესის“ პროექტის მონიტორინგის ჯგუფი შექმნა. ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი სამუშაო ჯგუფი პროექტის განხორციელების პროცესს გააკონტროლებს.