უკან

ჭუბერში ერთდროულად ოთხი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

News inner image

,,ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად ოთხი 100 ტ გამტარუნარიანობის ხიდის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

ნენსკრა ჰესის პროექტის ფარგლებში  საერთო ჯამში  14 ხიდის მშენებლობა და 45 კმ გზის  მოწყობაა დაგეგმილი.

ნენსკრა ჰესის პროექტს სს „ნენსკრა ჰიდრო“  ახორციელებს.  ჰიდროელექტროსადგურის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება.

ნენსკრა ჰესის ინფრასტრუქტურაში ორი გვირაბი შევა. ნაკრას სატრანსფერო გვირაბი, რომელიც წყალს ნაკრას მცირე წყალსაცავიდან ნენკსრას წყალსაცავში გადააგდებს და ნენსკრას სადაწნევო გვირაბი, რომელიც წყალსაცავს ჰიდროელექტროსადგურთან დააკავშირებს.

ნენსკრა ჰესის გვირაბების გასაყვანად უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ, ორი გვირაბგამყვანი მანქანა Double Shield TBM  იქნება გამოყენებული, რომელიც საგენგებოდ სს „ნენსკრა ჰიდროსთვის“ გერმანულმა კომპანია Herrenknecht-მა დაამზადა.