ჩვენ ვაშენებთ ნენსკრას

გაიგეთ მეტი

ჩვენს შესახებ

სამშენებლო კონსორციუმი ჯისისი (GCC) ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით დაარსდა. GCC წარმოადგენს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo-ს კონტრაქტორს, რომელიც მესტიის რაიონში, მდ. ენგურის შენაკადზე 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს აშენებს.

კომპანიის მისია

კომპანიის ამოცანაა კაშხლის, 65 კმ-ზე მეტი საავტომობილო გზის, 10-ზე მეტი  ხიდის და   ობიექტის ტექნიკური დანადგარების ბაზისა  და   ქარხნების მშენებლობა. ტექნიკური ინსტალაციების და ოპერირების ბაზის მოწყობა.

კომპანიის სტრატეგია

კომპანიის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა, სამშენებლო დარგის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარება, საქმიანობის დივერსიფიცირება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის სფეროში.
მაღალკვალიფიცური კადრების მოზიდვა და მათი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა.

პარტნიორები

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water (“ქეი უოთერი“) სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანიაა, რომელიც 1967 წელს დაარსდა. კომპანიას 24 ქვეყანაში მაღალი სირთულის 67 პროექტი აქვს განხორციელებული.

logo_salinimi

„სალინი იმპრეჯილო“  (Salini Impregilo)  წარმოადგენს ინდუსტრიულ  ჯგუფს, რომელიც ახორციელებს მსხვილ და მრავალმხრივ პროექტებს ჰიდროელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში.  „სალინი იმპრეჯილო“  (Salini Impregilo)  მუშაობს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ჰყავს 34 400 თანამშრომელი, მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 4,2 მილიარდ ევროს, ხოლო გარიგებების მოცულობა   32,4 მილიარდს.  კომპანია წარმოადგენს მსოფლიო მოთამაშეს სამშენებლო სექტორში და წამყვან მსოფლიოს ინფრასტრუქტურულ გიგანტს ჰიდროენერგეტიკულ სეგმენტში.

ჩვენ გვენდობიან ბევრ ქვეყანაში

ფოტოგალერეა