სარეაბილიტაციო სამუშაოებში „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ჩაერთო
![News inner image](uploads/2020-05-20/91aaa0625-5891-4083-b858-3b90495e5f81-750x330.jpg)
სვანეთში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული სოფლების ინფრასტრუქტურის აღდგენის პროცესში „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ (GCC) სამშენებლო მძიმე ტექნიკა ჩაერთო. მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მესტიის რაიონის ტერიტორიული ერთეულის ჭუბერის სოფლების ლარილარი – ტიტა დამაკავშირებელი გზების აღდგენითი სამუშაოები. ჭუბერში დაწყებულია ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. მდინარე ნენსკრას ერთ-ერთი შენაკადის ხოკრილზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო ჭუბერში, დაზიანდა სოფლის ცენტრალური ნაწილი, გზები და ხიდები.