სიახლეები

ნენსკრა ჰესის მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები გეგმის მიხედვით გრძელდება

ნენსკრა ჰესის მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები გეგმის მიხედვით გრძელდება უკვე დასრულებულია გზის ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი სამუშაოები. ამჟამად 3 სხვადასხვა ობიექტზე მიმდინარეობს საავტომობილი გზის რეაბილიტაცია, დროებითი ხიდის მშენებლობა, მდინარის კალაპოტის გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები თარიღი: 28.01.2019

ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აქტურად მიმდინარეობს.

ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აქტურად მიმდინარეობს. სამუშაოების შესახებ „ქართული სამშენებლო კონსორციუმის” დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრა ჩიქავამ “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა თარიღი: 28.12.2018

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა

  მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. ამჟამად „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ (GCC) სვანეთში 5 ივლისის  წყალდიდობის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენის  სამუშაოებს ახორციელებს. ნენსკრა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ასევე დაგეგმილია  ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სამშენებლო ბანაკებისა...
იხილეთ მეტი

სარეაბილიტაციო სამუშაოებში „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ჩაერთო

სვანეთში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული სოფლების ინფრასტრუქტურის აღდგენის პროცესში „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ (GCC)  სამშენებლო მძიმე ტექნიკა ჩაერთო. მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს  მესტიის რაიონის ტერიტორიული ერთეულის ჭუბერის სოფლების ლარილარი – ტიტა დამაკავშირებელი გზების აღდგენითი სამუშაოები. ჭუბერში დაწყებულია  ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები  საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე,  რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. მდინარე ნენსკრას ერთ-ერთი შენაკადის ხოკრილზე  განვითარებული...
იხილეთ მეტი

GCC „ნენსკრა ჰესის“ ტერიტორიაზე საოპერაციო სოფლის მშენებლობას იწყებს

“ნენსკრა ჰესის“  მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები  ტემპს იკრებს. “ქართული სამშენებლო კონსორციუმი” (GCC) საოპერაციო სოფლის (ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი) მშენებლობას იწყებს,  რომელიც ჯამში 110 ადამიანზეა გათვლილი. ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი მოიცავს 5 შენობას, მათ შორის  ერთ, ორ და სამსართულიან საცხოვრებელ სახლებს, ერთ სასტუმრო სახლს,  ასევე  სასაწყობე/საოფისე  შენობებს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა....
იხილეთ მეტი

GCC ნენსკრა ჰესის ინვესტორებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა

შპს “ქართულ სამშენებლო კონსორციუმ”-ს (GCC) წარმომადგენლები ნენსკრა ჰესის მშენებელ იტალიური კომპანია Salini Impregilo-სა და ინვესტორ კორეულ კომპანია K Water-ის წარმომადგენლებთან ერთად ჭუბერის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ წარუდგინეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ჭუბერისა და ნაკრის თემის სოციალური პროექტების დაფინანსებას და განვითარებას შეეხება. შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, პროექტის თანმხლებ რისკებზე განმარტებები გააკეთეს ინვესტორის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა. ადგილობრივების გარკვეული...
იხილეთ მეტი

ნენსკრას მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები

შპს “ქართულ სამშენებლო კონსორციუმი“ (GCC) ნენსკრა ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე საწყის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, რაც ითვალისწინებს მისასვლელი გზების და კემპების მშენებლობას, ასევე დამატებით გეოლოგიურ სამუშაოებს. ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 120 ადამიანი, მათ შორის 80% ადგილობრივი. ზაფხულიდან დაიწყება ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, სადაც ეტაპობრივად უკვე 400-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. GCC არის კონტრაქტორი...
იხილეთ მეტი

ნენსკრა ჰესის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

სვანეთში, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საფუძველის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. იტალიური კომპანია Salini Impregilo ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმ „ჯისისისთან“ ერთად წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. წინამოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს სამშენებლო მოედანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას და სამშენებლო ტექნიკის მობილიზაციას. რაც შეეხება ძირითადი სამუშაოების დაწყებას, იგი დაგეგმილია 2016 წლიდან. მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს...
იხილეთ მეტი

ხელშეკრულების გაფორმება Salini Impregilo-სთან

ქართულმა სამშენებლო კონსორციუმმა (GCC) იტალიურ კომპანია „სალინი-იმპრეჯილოსთან“ (Salini Impregilo) „ნენსკრა ჰესის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულება გააფორმა. “ნენსკრა ჰესის” ძირითადი სამშენებლო ხელშეკრულება გაფორმებულია პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს “ნენსკრა ჰიდროს” და „სალინი-იმპრეჯილოს“ შორის, ხოლო შპს “ქართულ სამშენებლო კონსორციუმ”-ს (GCC) და „სალინი-იმპრეჯილოს“ შორის გაფორმდა ქვე-კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ქვეკონტრაქტორი (ანუ GCC) იღებს ვალდებულებას...
იხილეთ მეტი