პარტნიორი

logo_salinimi

„სალინი იმპრეჯილო“

 

“სალინი იმპრეჯილო” წარმოადგენს ინდუსტრიულ ჯგუფს, რომელიც ახორციელებს მსხვილ და მრავალმხრივ პროექტებს ჰიდროელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროშისალინი იმპრეჯილო (Salini Impregilo) მუშაობს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ჰყავს 34 400 თანამშრომელი, მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 4,2 მილიარდ ევროს, ხოლო გარიგებების მოცულობა 32,4 მილიარდს. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო მოთამაშეს სამშენებლო სექტორში და წამყვან მსოფლიოს ინფრასტრუქტურულ გიგანტს ჰიდროენერგეტიკულ სეგმენტში. კომპანია კონკურენციას უწევს მსოფლიო ლიდერებს მოცემულ სფეროში.

ჯგუფის საქმიანობას გამოარჩევს განსაკუთრებული დამოკიდებულება სამშენებლო საქმის მიმართ, რასაც მოწმობს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტები. კაშხლები და ჰიდროელექტრო სადგურები, ჰიდრავლიკური ობიექტები, რკინიგზა და მეტრო, აეროპორტები და გზატკეცილები, სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობებიეს ის სექტორებია სადაც ჯგუფი უკვე 100 წელიწადზე მეტია მოღვაწეობს.

სალინიიმპრეჯილოსპორტფელში შედის 240-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, აგრეთვე ჯამურად 1350 კმ მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარება, 6730 კმ რკინიგზის, 375 მეტროს სისტემების, 36500 კმ გზების და 330 კმ ხიდების გაყვანა და მშენებლობა. ჯგუფის ხელმძღვანელობა და მთლიანად მისი პერსონალი მუშაობს გარემოს დაცვის, ეთიკისა და პროფესიონალიზმის ისეთი პრინციპებით, რომლებიც შეესაბამება კორპორაციული მმართველობისა და მოქალაქეობის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

“სს „ნენსკრა ჰიდრო“

 

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water (“ქეი უოთერი“) სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანიაა, რომელიც 1967 წელს დაარსდა. კომპანიას 24 ქვეყანაში მაღალი სირთულის 67 პროექტი აქვს განხორციელებული.

ნენსკრას მშენებლობის პარტნიორები