გუნდი

 

დავით საყვარელიძე „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე (2012-2013 წლებში) მუშაობდა Subway Franchise-ის მენეჯერ კონსულტანტად. მის მოვალეობაში შედიოდა ბიზნეს გეგმის მომზადება, Subway-ის ლიცენზიის მოპოვება, ფინანსური წყაროების მოძიება, მარკეტინგული აქციების ორგანიზება. 2011 წლამდე დავითი მუშაობდა აშშ-ში, საფონდო ბირჟის პროკერად Star Alliance Capital-ში (Wall Street, New York) მას ევალებოდა ეკონომიკური პროცესების და ფინანსური მონაცემების ანალიზი, ბიზნეს ინდუსტრიების შედარება, ეკონომიურად ძლიერი სექტორების დადგენა, ფინანსური ინსტრუმენტების ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზი. მიღებული აქვს ბიზნეს მენეჯერის განათლება აშშ-ში, ნიუ იორკის Dominican College-ში. გავლილი აქვს პროფესიული კურსები: მმართველობითი ბუღალტერია, მიკროეკონომიკა, კორპორაციული ფინანსები, მენეჯმენტი, ბიზნეს პოლიტიკა, საერთაშორისო ფინანსები, ბიზნეს სამართალი.

 

 


ალექსანდრა ჩიქავა „ქართულ სამშენებლო კონსორციუმში“ მუშაობის დაწყებამდე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას (2006-2015 წწ) სს „სილქნეტში“. ადამიანური რესურსებს მართვის კოორდინატორი/ კონსულტანტი; მომსახურეობის დეპარტამენტის უფროსი; კორპორატიული გაყიდვების და მომსახურების დეპარტამენტის უფროსი; ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი. სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების სამსახურის უფროსი (2005-2006 წწ) საქართველოს ეროვნულ ბანკში (2001-2005 წწ) ადამიანური რესურსების მართვის და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი. (1998-2001 წწ) საქართველოს საინვესტიციო ცენტრში (UNDP/World Bank პროექტი) პროექტის ოფიცერი. (1996-1998 წწ) ქართულ-ამერიკული კომპანაია Georgia2Georgia ასისტენტ/თარჯიმანი. ფლობს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართალმცოდნის დიპლომს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ცენტრის, მართვისა და ბიზნესის უმაღლესი კურსის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მენეჯერის კვალიფიკაციას და თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის ინგლისური და ესპანური ენების სპეციალისტის კვალიფიკაციას. ასევე მიღებული აქვს სხვადასხვა სერტიფიკატები: ბარლინგტონის ინგლისური ენის შემსაწავლელი კოლეჯის, (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), სადაც გავლილი აქვს ინგლისური ენის უმაღლესი კურსი;  დიდი ბრიტანეთის ჩარტერული სადაზღვევო ინსტიტუტში გავლილი აქვს სადაზღვევო პრაქტიკა და რეგულაციები; NY-ის ფედერალური რეზერვების ბანკში, მენეჯმენტისა და ლოჯისტიკის სპეციალიზირებული კურსი; ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის, სპეციალიზირებული კურსი ცენტრალური                                                              ბანკის თანამედროვე მართვაში და ჩეხეთის ნაციონალური ბანკში  შესწავლილი აქვს ადამიანური რესურსების მართვა.


 

ირაკლი ფირცხალაიშვილს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო  ბიზნეს სექტორში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება გააჩნია. წლების განმავლობაში  იგი იკავებდა მაღალ მენეჯერულ პოზიციებს, მათ შორის ისეთ მსხვილ  კომპანიებში, როგორიც გახლავთ შპს ,, სახელმწიფო სამშენებლო კომპანია’’  და შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“, რომელიც  კვებით მომსახურებას უწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.  სამსახურებრივი კუთხით    აქტიურად  თანამშრომლობდა, როგორ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებთან და  ფონდებთან. აქვს მონაწილეობა მიღებული არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებიც დაფინანსებული იყო “კუვეიტის ფონდის”, “მსოფლიო ბანკის”, “აზიის განვითარების ბანკის”, ფონდი “ათასწლეულის გამოწვევა საქართველო” და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო წყაროებიდან.   გახლავთ კომპანია  „GCG” დამფუძნებელი, რომელიც წარმატებით ოპერირებს საქართველოში საგზაო-სამშენებლო მექანიზმებით და მასალებით  მომსახურებისა და წარმოების სფეროში. ირაკლი ფირცხალაიშვილი პროფესიით არის   სახელმწიფო მართვის სპეციალისტი . ასევე  ფლობს  კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების  ხარისხს.

 

 


 

 

გიორგი ჩალათაშვილი “ქართულ სამშენებლო კონსორციუმში” მუშაობის დაწყებამდე იკავებდა შრომის უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობას კომპანია GAAM-ში, რომელიც აწარმოებდა მონიტორინგს ჭიათურის მანგანუმის საბადოებზე, ვარციხის ჰიდროელექტრომოწყობილობებზე და ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხანაზე. მანამდე იყო ტექნიკური ზედამხედველი “თბილისი პრაიმერა გოლფ კლუბის” მშენებლობაზე. იკავებდა შრომის უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობას “Triquest International Group ltd”. აშშ-ში მიღებული მაგისტრის ხარისხი – Communicating for Agricultural Exchange Program, Fergus Falls, MI, USA , ასევე თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბაკალავრის დიპლომი საინჟინრო-ტექნოლოგიაში. გავლილი აქვს პროფესიული ტრეინინგები: შრომის უსაფრთხოებისა და ქცევითი უსაფრთხოების აუდიტში, BP -ის შრომის უსაფრთხოების ოქროს წესის, მოწინავე შრომის უსაფრთხოების აუდიტის ცნობიერების და პირველადი დახმარების კურსებში, ასევე S.T.O.P. (შრომის უსაფრთხოების დაკვირვების პროგრამა)