ქართული სამშენებლო კონსორციუმი (GCC) ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით დაარსდა. კომპანია ანხორციელებს მესტიის რაიონში, მდ. ენგურის შენაკადზე 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.
კომპანიის ამოცანაა კაშხლის, 65 კმ-ზე მეტი საავტომობილო გზის, 10-ზე მეტი ხიდის და ობიექტის ტექნიკური დანადგარების ბაზისა და ქარხნების მშენებლობა. ტექნიკური ინსტალაციების და ოპერირების ბაზის მოწყობა.