280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე შენდება, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. პროექტს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით კორეული კომპანია K-Water სს „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ახორციელებს. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია – Salini Impregilo ახორციელებდა, რომელსაც ინვესტორთან ერთად პასუხისმგებლობა ქონდა აღებული გარემოს უსაფრთხოებაზე.პროექტი გადაიბარა Salini Impregilo-ს კონტრაქტორმა ქართულმა სამშენებლო კონსორციუმმა 2018 წელს. მშენებლობის უსაფრთხოების ექსპერტიზას ახორციელებენ წამყვანი ევროპული და ბრიტანული საინჟინრო კომპანიები. მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხრიდან მოწვეული Mott Macdonald, შვეიცარული და იტალიური საინჟინრო კომპანიები Stuky და Lombardi. „ნენსკრა ჰესის“ განვითარების მიზნით კორეელი ინვესტორების მიერ შექმნილია საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“.
„ნენსკრა ჰესის“ პროექტი შედგება კაშხლის, წნევის გვირაბის, რეზერვუარის, ტურბინისათვის წყლის მიმწოდებელი მილებისა და ელსადგურისგან. გარდა ამისა, გვირაბით მდინარე ნაკრადან მოხდება წყლის მიწოდება „ნენსკრას“ ახალ კაშხლის რეზერვუარისათვის, რითაც ამაღლდება პროექტის ეფექტურობა. „ნენსკრას“ მდინარის ხეობის რელიეფურ თავისებურებათა გათვალისწინებით, სანაპიროზე აშენდება ასფალტით დაფარული კაშხალი. ეს სტრუქტურა გამოირჩევა 65 მეტრის სიღრმის კედლით, რომელიც ჩადგება ხრეშით დაფარულ მდინარის კალაპოტში. კაშხლის სხვა დამხმარე სტრუქტურებს შეადგენენ: ფსკერის გამომავალი გვირაბი არხი (გვერდით გამავალი გვირაბი, საიდანაც გაედინება წყლის ნაკადი) ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს შეუძლია საშუალოდ წელიწადში 1219 გიგავატ/საათში გამომუშავება, 259.2 გიგავატ/საათში მიწოდება ზამთარში და ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავება ზაფხულში. ელექტროენერგიის განაწილება მოხდება 220 კილოვოლტის ხაზის მეშვეობით, რომლითაც იგი მიეწოდება ახარი-ჯვარის ქვესადგურს.
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის საერთო სიმძლავრე 280 მეგავატს მიაღწევს და მისი წყალობით ქვეყანა გარანტირებული იქნება ელექტროენერგიით ზამთრის პერიოდში, ხოლო ზაფხულის პერიოდში კი ჭარბად ექნება ელექტროენერგია ექსპორტზე გასატანად.
ჭუბერის ცენტრის განვითარება და სივრცითი მოწყობა – ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლების, ადმინისტრაციული შენობების მოწყობა, გზების და ხიდების რეაბილიტაცია.