“სალინი იმპრეჯილო” წარმოადგენს ინდუსტრიულ ჯგუფს, რომელიც ახორციელებს მსხვილ და მრავალმხრივ პროექტებს ჰიდროელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში. „სალინი იმპრეჯილო“ (Salini Impregilo) მუშაობს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ჰყავს 34 400 თანამშრომელი, მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 4,2 მილიარდ ევროს, ხოლო გარიგებების მოცულობა 32,4 მილიარდს. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო მოთამაშეს სამშენებლო სექტორში და წამყვან მსოფლიოს ინფრასტრუქტურულ გიგანტს ჰიდროენერგეტიკულ სეგმენტში. კომპანია კონკურენციას უწევს მსოფლიო ლიდერებს მოცემულ სფეროში.
ჯგუფის საქმიანობას გამოარჩევს განსაკუთრებული დამოკიდებულება სამშენებლო საქმის მიმართ, რასაც მოწმობს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტები. კაშხლები და ჰიდრო–ელექტრო სადგურები, ჰიდრავლიკური ობიექტები, რკინიგზა და მეტრო, აეროპორტები და გზატკეცილები, სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობები – ეს ის სექტორებია სადაც ჯგუფი უკვე 100 წელიწადზე მეტია მოღვაწეობს.
„სალინი–იმპრეჯილოს“ პორტფელში შედის 240-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, აგრეთვე ჯამურად 1350 კმ მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარება, 6730 კმ რკინიგზის, 375 მ მეტროს სისტემების, 36500 კმ გზების და 330 კმ ხიდების გაყვანა და მშენებლობა. ჯგუფის ხელმძღვანელობა და მთლიანად მისი პერსონალი მუშაობს გარემოს დაცვის, ეთიკისა და პროფესიონალიზმის ისეთი პრინციპებით, რომლებიც შეესაბამება კორპორაციული მმართველობისა და მოქალაქეობის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.