Irakli Pirtskhalaishvili
Project Manager
როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბიზნეს სექტორში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება გააჩნია. წლების განმავლობაში იგი იკავებდა მაღალ მენეჯერულ პოზიციებს, მათ შორის ისეთ მსხვილ კომპანიებში, როგორიც გახლავთ:
შპს ,, სახელმწიფო სამშენებლო კომპანია’’
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ რომელიც კვებით მომსახურებას უწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.
სამსახურებრივი კუთხით აქტიურად თანამშრომლობდა, როგორ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებთან და ფონდებთან. აქვს მონაწილეობა მიღებული არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებიც დაფინანსებული იყო “კუვეიტის ფონდის”, “მსოფლიო ბანკის”, “აზიის განვითარების ბანკის”, ფონდი “ათასწლეულის გამოწვევა საქართველო” და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო წყაროებიდან.
კომპანია „GCG” დამფუძნებელი, რომელიც წარმატებით ოპერირებს საქართველოში საგზაო-სამშენებლო მექანიზმებით და მასალებით მომსახურებისა და წარმოების სფეროში.
განათლება:
კავკასიის უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება
სახელმწიფო მართვის სპეციალისტი